Საზაფხულო ბანაკი ამერიკული კუთხეებისთვის
საქართველოს ლაბორატორიის გუნდმა ქუთაისის ამერიკული კუთხის დაკვეთით 2022 წლის ივლისში ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა შეიმუშავა და განახორციელა. ბანაკში ამერიკული კუთხის ყველა ფილიალის, ჯამში, საქართველოს 10 რეგიონის წარმომადგენელი 50 ახალგაზრდა მონაწილეობდა. "ცვლილებების ბანაკი" მიზნად ისახავდა თემის ლიდერი ახალგაზრდებისთვის საზოგადოებრივი ინიციატივების ისტორიული გამოცდილების, ცვლილებებისთვის საჭირო დროში გამოცდილი მექანიზმებისა და მომავლის პერსპექტივების შესახებ ცოდნის გაზიარებას. საამისოდ, თამაშებთან, ვორქშოფებთან, ფიზიკურ, თუ ინტელექტუალურ აქტივობებთან ერთად, ბანაკის პროგრამა ითვალისწინებდა თანამედროვე საქართველოს ისეთი აზრის ლიდერების მოხსენებებს როგორებიც არიან: ირაკლი ხვადაგიანი, დავით ხვადაგიანი, ლევან ბერძენიშილი, ემზარ ჯგერენაია, გიორგი ქადაგიძე, გიორგი ხვედელიანი, ქეთი დევდარიანი და ლევან ღამბაშიძე.
საზაფხულო ბანაკის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.